Friday, April 16, 2010




  • პროექტი: ქართული კულტურის ძეგლები.

  • პროექტის მოკლე აღწერა: საქართველოში სადაც უნდა ცხოვრობდე –სოფლად თუ
    ქალაქად, მთასა თუ ბარში სხვადასხვა დროის ძეგლების გარემოცვაში ხარ ,ეკლესია–მონასტრები,გალავნები და ციხე სიმაგრეები, ნასოფლარები თუ ნასახლარები საქართველოს ყველა კუთხეში უხვადაა მიმოფანტული და მათ სანახავად შორს წასვლა არ დაგჭირდებათ .როგორ უნდა მოიქცეთ,რომ თქვენს მიერ ნანახი ესა თუ ის ძეგლი მხოლოდ სასიამოვნო მოგონებად არ დარჩეს,არამედ საინტერესო ინფორმაციის წყაროდ იქცეს თქვენთვის.

  • მუშაობის ფორმა: ჯგუფური

  • პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფში: კლასის რიცხოვნობიდან გამომდინარე მასწავლებელი საკუთარი შეხედულებისამებრ წყვეტს,რამდენ ჯგუფად გაიყოფა კლასი

გუფში მოვალეობების გადანაწილება:პირველ ყოვლისა, ვიდრე რომელიმე ძეგლზე წასვლას გადაწყვეტთ,მოიძიეთ ინფორმაცია მის შესახებ,ამისათვის გაეცანით სამეცნიერო ინფორმაციას. ჯგუფის წევრებს განაწილებული აქვთ ფუნქციები და თითოეული მათგანი დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს_ ამზადებს რესურსს ფორმატზე დასაწებებლად , აწესებს, უკეთებს წარწერებს.სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები პრეზენტაციისთვის ემზადებიან.

პროექტის პრეზენტაცია:

თითოეული ჯგუფი წარადგენს საკუთარ სტენდს და მოუთხრობს თანაკლასელს ქართული კულტურის რომელიმე კონკრეტული ძეგლის შესახებ. მოსწავლეები აფასებენ თანაკლასელების ნამუშევარს და აღნიშნავენ, რომელი მათგანია ყველაზე საინტერესო, ამომწურავი, ორიგინალური და ა.შ.

შედეგი:ს.გვ VII.5 გეგმავს შასასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობას და სამუშაო გრაფიკს,ანაწილებს ფუნქციებს,აკონტროლებს სამუშაო მიმდინარეობას,პრობლემის შემთხვევაში ცვლის სტრატეგიეს. განიხილავს გეგმის რამდენიმე ვარიანტს და შაერჩევს ერთერთს. ირჩევს სამუშაო იარაღებს, მასალას. აფორმებს სხვადასხვა საკლასო თუ სასკოლო ღონისძიებას,ქმნის მისალოც და მოსაწვევ ბარათებს,ჩარჩოებს, ქოთნებს,კედლის გაზეთს,აფიშას ზეიმისთვის. ს.გ.VII 6. იჩენს სხვებთან თანამშრომლობის ინიციატივას და ხალისით ეხმარება თანაკლასელებს. ასრულებს სხვადასხვა ფუნქციას (ლიდერი,ჯგუფის წევრი). მონაწილეობს ერთობლივ გადაწყვეტილების მიღებაში. ანაწილებს ფუნქციებს შეასრულებელი ამოცანის მიზნიდან გამომდინარე განსაზღვრავს სამუსაო შესრულების სავარაუდო დროს და იცავს დროის ლიმიტს ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას. ითხოვს დახმარებას საკუტარი იდეის განსახორციელებლად. ითხოვს დახმარებას და თანამშრომლობს სხვებთან კონკრეტული პრობლემის გადაჭრისას. ს.გ.VII.9. კორექტულია სვის შეცდომებზე საუბრისას. ტოლერანტულია განსხვავებუკლი იდეების, სტილის,მიდგომების მიმართ. აცდის სხვას საუბარს კამათის დროს. ს.გ.VII.10. მონაწილეობს გამოფენაში. ს.გ.VII.13. მსჯელობს მატერიალური კულტურის ძეგლებზე,რომელიც უნახავს და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას. ადარებს ერთმანეთს საეკლესიო არქიტექტურის ცნობის ძეგლებს.

პროექტის ხანგრძლივობა: 2 თვე, პრეზენტაცია შესაძლებელია, როგორც გაკვეთილზე, ასევე უფრო ფართო მასშტაბით, მთელი სკოლისა და მოწვეული სტუმრების წინაშე.